Synopsis

Ulrike Ottinger in Paris Calligrammes, she explores the landscape of her memories of the city that she called home for 20 years and that helped shape her beginnings as a painter and filmmaker. Ottinger moved to Paris in her twenties and immersed herself in the cultural scene of the 1950s populated by heroes of the avant-garde and a new generation of artists and intellectuals. Meandering between bookshops, concert halls, theatres, cinemas, museums and cafés, Ottinger presents her personal pantheon, and at the same time maps a decisive era both in art – as Dada and Surrealism gave way to Situationism and Pop Art – and in politics where, in-between post-war hopes, the Algerian conflict and the student movements of 1968, there was much to discuss. Nonetheless, the film maintains its intimate stance throughout, assembling a rich and emotionally charged repertoire of film clips, news reports, photos and songs with the same meticulous affection that people used to stick newspaper clippings and photos in a diary so they could write around them

Director’s Biography

Born in Konstanz, Germany in 1942. She worked as a painter and photographer in Paris from 1962–1968. She founded the Visuell film club in Konstanz in 1969, and led it until 1972; she also founded galeriepress, an art gallery and press. She has lived in Berlin since 1973. Alongside her film work she also produces operas and theatre and is present on the international art scene with photo exhibitions. Her films have run at the most important international film festivals and tribute has been shown in many retrospective shows, for example in the New York Museum of Modern Art, in the Parisian Cinémathèque française, the Centre Pompidou, the Biennale di Venezia and in the Berkeley Art Museum and Pacific Film Archive.


სინოფსისი

ულრიკე ოტინგერი „პარიზის კალიგრამებში“ იმ ქალაქთან დაკავშირებული მოგონებების რელიეფს იკვლევს, რომელშიც ოცი წლის მანძილზე ცხოვრობდა და რომელმაც მხატვრად და კინოშემოქმედად ჩამოაყალიბა. ოტინგერი ოც წელს იყო გადაცილებული, როდესაც პარიზში გადასახლდა და 1950-იანი წლების კულტურის საზოგადოებაში ჩაერთო, სადაც ავანგარდის გმირები, ახალი თაობის ხელოვანები და ინტელექტუალები ცხოვრობდნენ. წიგნების მაღაზიებს, საკონცერტო დარბაზებს, თეატრებს, კინოთეატრებს, მუზეუმებსა და კაფეებს შორის მოსიარულე ოტინგერი საკუთარ პანთეონს წარადგენს. ამავდროულად, გადამწყვეტ ეპოქას აღწერს: როგორც ხელოვნებაში - როდესაც დადაიზმი და სურრეალიზმი გზას სიტუაციონიზმსა და პოპხელოვნებას უთმობდა - ასევე პოლიტიკაში, სადაც, ომის შემდგომ იმედებს, ალჟირულ კონფლიქტსა და 1968 წლის სტუდენტურ მოძრაობებს შორის, ბევრი რამ იყო განსახილველი. ფილმი ინტიმურ პოზიციას ბოლომდე ინარჩუნებს, ვიდეოკლიპების მდიდარ და ემოციურად დატვირთულ რეპერტუარს, ფოტოებსა და სიმღერებს ისეთივე გულმოდგინებით წარმოგვიდგენს, როგორითაც გაზეთების ამონარიდებსა და ფოტოებს დღიურებში აწებებდნენ, რათა შემდეგ იმ გარემოს შესახებ დაეწერათ.


ბიოგრაფია

დაიბადა კონსტანცში (გერმანია), 1942 წელს. 1962-1968 წლებში პარიზში მხატვრად და ფოტოგრაფად მუშაობდა. 1969 წელს კონსტანცში კინოკლუბი „Visuell“ დააარსა, რომელსაც 1972 წლამდე ხელმძღვანელობდა. ასევე, დააფუძნა ხელოვნების გალერეა „გალერიპრესი“. 1973 წლიდან ბერლინში ცხოვრობდა. კინოფილმებთან ერთად, ოპერებზე, სპექტაკლებზე მუშაობს და ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე ფოტოგამოფენებითაც აქტიურობს. ულრიკეს ფილმები ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს და ასევე არაერთი რეტროსპექცია მიეძღვნა, მაგალითად: ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, პარიზის „ფრანგულ სინემატეკაში“, პომპიდუს ცენტრში, ვენეციის ბიენალესა და ბერკლის ხელოვნების მუზეუმსა და წყნარი ოკეანის კინოარქივში.

Director

Ulrike Ottinger

რეჟისორი და სცენარის ავტორი

ულრიკე ოტინგერი

Editing

Anette Fleming

მონტაჟი

ანეტ ფლემინგი