Synopsis

A story of the film is based on real events that occurred during the Russian military intervention in Georgia in 2008. Shindisi is the name of the place where Russian occupation forces sieged Georgian military after the peace corridor was promised, this is when ordinary villagers took risks to save wounded Georgian soldiers.

Biography

Dito Tsintsadze was born in 1957 in Tbilisi, Georgia. Gradueted from attended the Tbilisi Theater and Film Institute in 1981. After assisting various directors, he made his first short film in 1984 and then began working for the private film production company “Shvidkatsa”. His feature film ON THE BORDER (Zghvardze, 1993) won the Silver Leopard at the Locarno International Film Festival in 1993. In the late nineties he moved to Berlin, where he currently lives. His first feature shot in Germany, LOST KILLERS, premiered in the Un Certain Regard section at Cannes in 2000, and won Grand Prize in Cottbus, Silver Alexander in Thessaloniki and Silver Prometheus in Tbilisi. His next feature film, SCHUSSANGST, won the Golden Seashell at the San Sebastián IFF in 2003. His latest film, INHALE-EXHALE, was awarded the Golden Goblet – Grand Jury Prize (Dito Tsintsadze) and Golden Goblet for Best Actress (Salome Demuria) at the Shanghai International Film Festival 2019.


სინოფსისი

ფილმის სიუჟეტი ემყარება რეალურ მოვლენებს, რომლებიც მოხდა 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დროს. შინდისი არის ის ადგილი, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქართველ სამხედროებს სამშვიდობო დერეფნის დაპირების შემდეგ. დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ადგილობრივები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებიან

ბიოგრაფია

დიტო ცინცაძე დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად სხვადასხვა რეჟისორებთან. 1984 წელს გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თეთრი ღამე” და მუშაობა დაიწყო დამოუკიდებელ კინოსტუდია “შვიდკაცაში”. მისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ზღვარზე” ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის ლეოპარდით” აღინიშნა 1993 წელს. 1996 წლიდან დიტო ცინცაძე გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. გერმანიაში გადაღებული მისი პირველი ფილმი “დაკარგული მკვლელები” კანის კინოფესტივალის სექციაში “განსაკუთრებული ხედვა” აჩვენეს 2000 წელს, ამავე წელს ფილმმა მოიპოვა გრან-პრი კოტბუსში, „ვერცხლის ალექსანდრე“ თესალონიკიში და „ვერცხლის პრომეთე“ თბილისში. მიმდევნო ფილმმა, „გასროლის შიში“, სან სებასტიანის კინოფესტივალზე „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა 2003 წელს. მისი უახლესი ფილმი, „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ წელს შანხაის კინოფესტივალზე ორი პრიზით დაჯილდოვდა: „ოქროს თასი - ჟიურის გრან-პრი“ (დიტო ცინცაძე) და „ოქროს თასი“ საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (სალომე დემურია).